
სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: გეოლოგია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოლოგიის დოქტორი.
პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ წუწუნავა, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი ,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გეოლოგიის დეპარტამენტი
პროგრამის მოცულობა:
60 კრედიტი (სასწავლო კომპონენტი), მათ შორის:
❖ 45 კრედიტი სავალდებულო სასწავლო კომპონენტი;
❖ 15 კრედიტი არჩევითი სასწავლო კომპონენტი
პროგრამის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი
სწავლების ენა: ქართული

სადოქტორო პროგრამის მიზანია:
- მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი, შრომის ბაზარზე ორიენტირებული კადრების მომზადება მინერალოგიის, პეტროლოგიის, ვულკანოლოგიის, სასარგებლო წიაღისეულის, პალეონტოლოგიის, რეგიონული გეოლოგიისა და ტექტონიკის სფეროში;
- დარგის განვითარების ხელშეწყობა და მისი მიმართვა საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემებისკენ;
- ახალი ცოდნის შექმნის, გავრცელების და მისი მრეწველობის ეკონომიკის და ბიზნესის სფეროებში გადატანის ხელშეწყობა.

სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის სავალდებულოა:
❖ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულიაკადემიური ხარისხი: გეოლოგიაში, არქეოლოგიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში;
❖ ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დადასტურება ან ერთ-ერთი დასავლეთ ევროპული ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისურ ენის ცოდნას არანაკლებ B1 დონეზე ცოდნის დადასტურება.
❖ გასაუბრება გეოლოგიის დარგობრივ სადისერტაციო კომისიათან;
❖ გეოლოგიის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის არ მქონე სტუდენტებისთვის გამოცდა სპეციალობაში;
❖ შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში
მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
❖ კვლევის თეზისი/პროექტი .

დასაქმების სფეროები:
- შესაბამისი პროფილის აკადემიური და უწყებათაშორის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები;
- სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები;
- უმაღლესი, საშუალო და პროფესიული განათლების დაწესებულებათა სისტემები(სკოლები, კოლეჯები, უმაღლესი სასწავლებლები);
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროები;
- მუზეუმები;
- ტურისტული სააგენტოები;
- კერძო კომპანიები.